ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიაში პირველია, ევროპაში მე-6 - კვარას მაგარი სტატისტიკა

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ბერგამოელთა კარში თავური დარტყმით გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Opta-მ საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა.

ცნობილი გახდა, რომ „კვარა“ სერია ა-ში ბოლო 2 სეზონის განმავლობაში არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ყველა ტურნირზე ერთად 18 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასეთი შედეგი იტალიაში არავის აქვს.

რაც შეეხება ევროპის მასშტაბით, ხვიჩა მეექვსეა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მესის, საკას, გრიზმანს, ვინისიუსს და სალაჰს აქვს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უხეშობის გამო ლამაზი თამაში გვერდზე გადადო და პრაგმატული გახდა“
“უხეშობის გამო ლამაზი თამაში გვერდზე გადადო და პრაგმატული გახდა“