გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ფროზინონეს სატრანსფერო გეგმები | შესაძლოა კვერნაძემ გუნდი დატოვოს

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Tuttomercatoweb-მა გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ სატრანსფერო გეგმებზე დაწერა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ჯალაძური“ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს და შესაძლოა, მათ შორის ქართველი შემტევიც იყოს.

„სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვეზე მეტია დარჩენილი, მაგრამ ფროზინონეს ხელმძღვანელები უკვე მუშაობენ, რათა ნიადაგი მოსინჯონ და რამდენიმე ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვან. ფროზინონეს მთავარი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერებაა. ჯალაძური ცენტრალურ მცველს დაიმატებს და გუნდის ტექნიკური დირექტორი, გვიდო ანგელოცი ფროზინონეს ფეხბურთელთა გაფორმების მსურველთა მოსაძებნად ბევრს იმუშავებს.

ჯალაძურის ამჟამინდელი განაცხადი 30 ფეხბურთელისგან შედგება და ეს ძალიან ბევრია, რადგან კლუბს ცენტრალური მცველის გარდა, განაპირა უკანახაზელის დამატებაც უნდა. წამსვლელთა შორის შესაძლოა, გიორგი კვერნაძეც იყოს. ახალგაზრდა ფეხბურთელს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და არის შანსი, გუნდის დატოვება გადაწყვიტოს. ქართველმა შემტევმა მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო და მინდორზე 122 წუთი გაატარა“.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძე „ფროზინონეში“ იჯარით იმყოფება და იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 500 000 ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია“ | El Nacional-ი კვარაზე და ჩელსის ინტერესზე
„პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია“ | El Nacional-ი კვარაზე და ჩელსის ინტერესზე