ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯო სკალვინი
Aa
Aa

„გუნდური დაცვით მათ იარაღს გავანეიტრალებთ“ - ატალანტას მცველი კვარა-ოსიმენზე

ბერგამოს „ატალანტას“ მცველმა ჯორჯო სკალვინიმ ადგილობრივ სააგენტოსთან ინტერვიუს დროს „ნაპოლისთან“ მოახლოებულ მატჩზე და კვარა-ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს სკალვინი:

წელის ტკივილი გადავლახე და საბედნიეროდ, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. „ნაპოლისთან“ მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მნიშვნელოვანია, ფორმა აღვიდგინო და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

„ნაპოლისთან“ მატჩი? სერია A-ში ყველა შეხვედრაში უნდა ვეცადოთ მაქსიმუმის მიღებას და ნაკლების აღმოფხვრას. გასულ ტურში, „უდინეზესთან“ გარკვეული სირთულეები გვქონდა, მაგრამ გუნდური სულისკვეთებით შევძელით მატჩის ფრედ დასრულება. „ნაპოლი“ კარგი გუნდია. მართალია, მწვრთნელი შეიცვალეს, მაგრამ ვფიქრობ, უფრო რთული მატჩი გველის, თუმცა, მაქსიმალურად კონცენტრირებულნი და მოტივირებულები ვართ.

როგორ გავაჩეროთ მათი შეტევები? კვარაცხელიასა და ოსიმენის მსგავს ფეხბურთელებთან დაპირისპირება გუნდურ მუშაობას და მტკიცე დაცვას მოითხოვს. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად გუნდურად ვიმოქმედოთ, რათა მათი იარაღი გავანეიტრალოთ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 25 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის სცენარის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“ | ლუქსემბურგული გაზეთი კვარას არყოფნაზე
„მატჩის სცენარის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“ | ლუქსემბურგული გაზეთი კვარას არყოფნაზე