რომელუ ლუკაკუ, ადრიენ რაბიო, დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

ვლაჰოვიჩი, რაბიო, ლუკაკუ | სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Tuttomercatoweb-მა სერია A-ს ფეხბურთელთა ხელფასების ანალიზი ჩაატარა და ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებსაც ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. პირველ ადგილს დუშან ვლაჰოვიჩი, რომელუ ლუკაკუ და ადრიენ რაბიო იყოფენ, რომელთა ხელფასიც სეზონში 7 მილიონი ევროა.

მეორე ადგილზე „იუვენტუსის“ მეკარე, ვოიცეხ შესნი იმყოფება - 6.5 მილიონი. მესამე პოზიციაზე ჰაკან ჩალჰანოღლუს, ლაუტარო მარტინესს, მარკუს ტურამსა და ალექს სანდროს ვხედავთ - 6 მილიონი. მათ ალესანდრო ბასტონი მოჰყვება - 5.5 მილიონი, ნიკოლო ბარელას, ბენჟამინ პავარის, ფედერიკო კიეზას, ბრემერისა და რაფაელ ლეაუს ანაზღაურება 5 მილიონია.

საინტერესოა, რომ ხელფასებზე ყველაზე მეტს „იუვენტუსი“ ხარჯავს (74.1 მილიონი). მეორეზე „ინტერი“ იმყოფება (71.7), მესამეზე „რომაა“, (68.6), მეოთხე - „მილანი“ (60.2), მეხუთე - „ლაციო“ (44.7). ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მეექვსე ადგილზეა და სეზონში ხელფასებზე 44.4 მილიონ ევროს ხარჯავს. თუმცა, Football Italia აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენთან და „კვარასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ეს თანხა გაიზრდება.

სერია A-ში ხელფასებზე ყველაზე ცოტას „ლეჩე“ ხარჯავს - 9.8 მილიონი ევრო. გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ მე-19 ადგილზეა (11.5), საბა საზონოვის „ტორინო“ - მეცხრე (24.7).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი: „ვოლკანოვსკი ილიასთან ფავორიტია, მაგრამ...“
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი: „ვოლკანოვსკი ილიასთან ფავორიტია, მაგრამ...“