მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ კანტონა
Aa Aa

“ბოროტმოქმედი პრემიერ ლიგიდან“ - მე ერიკ კანტონა ვარ

იდიოტები, იდიოტები, იდიოტები, იდიოტები.. თითოეული მათგანი იდიოტია.. მას შემდეგ, რაც ერიკ კანტონამ 1-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მსაჯისთვის ბურთის სრულის გამო, ამ გადაწყვეტილებას მაინც არ დაეთანხმა და უსამართლო ჩათვალა. ერთ თვიანი დისკვალიფიკაცია? იდიოტები..

სწორედ ამ სიტყვით მიმართავდა კანტონა კომიტეტის იმ წევრებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, მისი დისკვალიფიკაცია გაორმაგდა.. ერიკმა, რომელმაც წინა სეზონში მარსელთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 25 წლის ასაკში მოიგო, პროტესტის ნიშნად კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა..

ქარიშხლის გადავლის შემდეგ, ფრანგმა ფეხბურთელმა ფსიქოანალიტიკოსის რეკომენდაციით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. „ფრანგი მეფე“ დადგა იმის წინაშე, რომ საკუთარი ძალები სხვა გუნდში უნდა მოესინჯა. Sheffield Wednesday-ის მენეჯერმა ტრევორ ფრენსისმა არასტაბილური საფეხბურთო ვარსკვლავი პოსტინდუსტრიული ინგლისის ადიდებულ ღრუბლებს შორის აფრინა და ინგლისში ჩასვლის დროს მომენტალურად თოვლი წამოვიდა..

მიშელ პლატინის იმედი ჰქონდა, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი თავდამსხმელი სასურველ ფორმას დაიბრუნებდა და ეროვნულ ნაკრებს გამოადგებოდა.. ინგლისში ძირითადად ცუდი ამინდია, მაგრამ თოვლი ჩვეულებრივი მოვლენა არ არის..

კანტონა სტადიონზე არ გავიდა და დახურულ სივრცეში ვარჯიშობდა. ფრენსისმა მას ინგლისში დარჩენა კიდევ ერთი დღით სთხოვა იმ იმედით, რომ ამინდი გაუმჯობესდებოდა.. ფრანგმა ვარსკვლავმა და მისმა გარემოცვამ ეს შეურაცხყოფად მიიღეს..

გადასვლის დრო იყო. არ იცოდნენ ვინ იყო კანტონა? ფრთხილი გარიგების შემდეგ, 900 000 ევროს სანაცვლოდ, ერიკი „ლიდსში“ გადავიდა, სადაც ხშირად ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანი გოლების გატანა მაინც მოახერხა. მაგალითისთვის „ლიდსისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც კანტონას გუნდის სასარგებლოდ 4:3 დასრულდა. შესაძლოა ფრანგს ბევრი გოლი არ გაჰქონდა, მაგრამ მისი მატჩებზე გავლენა აშკარა იყო..

„ლიდსმა“ ჩემპიონატი „მანჩესტერ იუნაიტედზე“ 4 ქულით წინ დაასრულა და ინგლისის ჩემპიონი გახდა იქამდე, სანამ ახალი ერა დაიწყებოდა და ახალი პრემიერ ლიგა შეიქმნებოდა..

კანტონას გავლენა მხოლოდ ჩემპიონატზე და მის იმიჯზე არ იყო, არამედ იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ საფეხბურთო ბრენდად და როგორ აღვიქვამთ დღეს „წითელ ეშმაკებს“. ამაში დიდი წვლილი სწორედ ფრანგს მიუძღვის..

ეს ყველაფერი რაიმე პროცესს არ ჰგავდა.. თითქოს ოლდ ტრაფორდის გასახდელში ნათლისღების მყისიერი მომენტი დადგა.. კანტონას მაგნიტურმა არსებობამ „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს ოპტიმიზმის გრძნობა გაუჩინა და მისი კინეტიკური ბზინვარება სტადიონზე აფეთქდა..

პოლ ინსმა აღნიშნული პერიოდი გაიხსენა და სიტუაცია შესანიშნავად დაახასიათა: „ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს კანტონამ ყველას გასაგონად თქვა: „მე ვარ ერიკი და აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენთვის ტიტულები მოვიგო!“

1992/93 წლების სეზონში, „იუნაიტედს“ თავდაპირველად გოლების გატანა უჭირდა. საქმეში ერიკ კანტონა ჩაერთო და „წითელი ეშმაკები“ თავისი დიდებული თამაშის წყალობით ახლიდან ააღორძინა. სეზონის ბოლოს კი სერ ალექსის გუნდი ახალი პრემიერ ლიგის პირველი ჩემპიონი გახდა!! ფრანგი ფეხბურთელი „იუნაიტედის“ გმირი გახდა და მას პრემიერ ლიგის „ბოროტმოქმედი“ შეარქვეს..

შემდეგ მოხდა ინციდენტი, რომელიც „ლიდსის“ გულშემატკივრის წაქეზებული იყო და ამაზე კანტონას გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდა. მან გულშემატკივარს შეაფურთხა და ამის გამო ფინანსურად დააჯარიმეს. ნელ-ნელა ერიკი იქცა პიროვნებად, რომელიც ინგლისურ მიწაზე ჯერ ნანახი არ ჰყავდათ..

უპირველეს ყოვლისა, ტიტულის მოგება ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად დიდი მიღწევა იყო. ამით ბევრი ფეხბურთელი ვერ იტრაბახებდა. დროის გასვლასთან ერთად, ერიკმა თავისი იმიჯი ჩამოაყალიბა და დაამკვიდრა. აწეული საყელო, მხრები გაშლილი მკერდით და საოცარი ელეგანტურობით მოძრაობა სტადიონზე.. აგრესიული, როგორც ბალეტიური, სადღაც ბნელ ვაგნერულ ოპერასა და გედის ცეკვის მსგავსს შორის..

ამ ყველაფრის შემდეგ, Nike-მა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკლამა გადაიღო სათაურით: „ღმერთი ეშმაკის წინააღმდეგ..“

კომერციულ ვიდეოში მასთან ერთად მალდინი, რონალდო და სხვა ვარსკვლავებიც არიან. სცენარის მიხედვით, მოწინააღმდეგე გუნდის კარში ეშმაკი დგას და გოლს სწორედ კანტონა იტანს.. 1966 წელი ინგლისური ფეხბურთისთვის შესანიშნავი წელი იყო, რადგან ერიკი დაიბადა..


რა თქმა უნდა, შემდეგ სეზონში, კანტონას სტანდარტებით „იუნაიტედმა“ ისევ მოიგო პრემიერ ლიგა. თავად ფრანგმა კი 26 გოლი გაიტანა. მას თავხედური ბრაზით მოედანზე სირბილი სიამოვნებდა. ერიკმა კარგად იცოდა თავისი ადგილი ფეხბურთის დიდებულების პანთეონში. კანტონას აშკარად ჰქონდა ფეხბურთში ელიტარული ხედვა..

თვითშემეცნება ხსნის ინდივიდის პოტენციალს. რალფ ელისონი წერდა: „როცა აღმოვაჩენ ვინ ვარ, თავისუფალი ვიქნები..“

კანტონა, რომელიც კარგად იცნობდა საკუთარ თავს, თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, რომელსაც წინამორბედი არ ჰყავდა და არც ახლა ჰყავს.. მისი დიდებული ფორმა 1994/1995 წლამდე გაგრძელდა, მაგრამ მან შემდეგ მთლიანად გაანადგურა ფეხბურთელის იდეა, გადალახა ყველანაირი საზღვრები  და ქცევის კოდექსი..

ისმის კითხვა - თუ ის არ იყო ჩვეულებრივი მოთამაშე? მაშინ რატომ უნდა მოქმედებდეს მასზე სტანდარტული წესები?..

ეს, რა თქმა უნდა, დარტყმა იყო.. კანტონა „კრისტალ პალასთან“ მატჩის დროს, რიჩარდ შოუს შეურაცხყოფის გამო წითელი ბარათით დაასაჩუქრეს.. ერიკი გვირაბისკენ გაემართა, რა დროსაც გულშემატკივარმა დაუყვირა: „დაბრუნდი საფრანგეთში!! ფრანგი ნაბი***ვარი!!“

ერიკმა ეს ვერ მოითმინა და აღნიშნულ გულშემატკივარს „კუნგ-ფუს“ ილეთით დაარტყა..

ამის შემდეგ, კანტონას პრობლემები შეექმნა. რასობრივი ელფერები შეუმჩნევლად დატოვეს და ერიკი კინაღამ ჩამოახრჩვეს. იყო შანსი, რომ ის ფეხბურთიდან სამუდამოდ მოეკვეთათ.. შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია..

პრესკონფერენციაზე კანტონამ ისეთი სიტყვები წარმოთქვა, რომ ჟურნალისტები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ აზრის გამოტანას:

„როდესაც თოლიების გუნდი პატარა გემს მიჰყვება ხოლმე, ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ფიქრობენ სარდინებს ზღვაში ჩააგდებენ და საკვებს ადვილად მოიპოვებენ. დიდი მადლობა..“

ჟურნალისტები ჩუმად იყვნენ, არცერთს ხმა არ ამოუღია.. ფრანგი ვარსკვლავი კი საპრესკონფერენციო დარბაზიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.. ნათქვამს ვერავინ შეეგუა..

კანტონას დარტყმამ პრემიერ ლიგის ფასადი თითქოს ჩამოანგრია.. ნაწილობრივ ბარბაროსული და ნაწილობრივ ინტელექტუალური ინციდენტი მატრიცაში შეფერხებას ჰგავდა.. თითქოს უხილავი ერთიანობა დაირღვა..

როდესაც ხედავ, თუ როგორ ურტყამს ფეხბურთელი გულშემატკივარს და შემდეგ ეს ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე გაურკვეველ წინადადებას ამბობს, ბევრი ეჭვი ჩნდება.. ეს ეფექტი სათამაშო მოედანს სცილდებოდა..

მიუხედავად ამისა, ერიკი 9 თვის შემდეგ დაბრუნდა და პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სეზონი დუბლით დაასრულა და ბოლო ტურის შეხვედრაში კანტონამ „ლივერპულს“ გაუტანა..

კაპიტანი „იუნაიტედს“ თავის ბოლო სეზონში კვლავ ჩემპიონობისკენ გაუძღვა. კანტონამ „მანჩესტერთან“ ერთად 5 სეზონიდან 4-ჯერ პრემიერ ლიგა მოიგო, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს არ იყო..

პრემიერ ლიგის „ბოროტმოქმედმა“ გაანადგურა იდეა იმის შესახებ, თუ რა იყო სინამდვილეში ფეხბურთელი და როგორ გადააფასებდა მედია საკუთარ მეთოდებს მათი გაგებისთვის..

იქ, სადაც მის მწვრთნელს და მეგობარს სერ ალექს ფერგიუსონს მედიასთან უნდა ემართლებინა თავი, კანტონამ ყველაფერი თავის თავზე აიღო და დატოვა შენიშვნა, რომელიც ერთდროულად უცნაური და მკვეთრი იყო..

კანტონა მარადიულობას დაემსგავსა.. მისი აწეული საყელო, ხასიათი, დარტყმები, კაპიტნის სამკლავური.. ის თითქოს 90-იანი წლების ფეხბურთის განსაწმენდელი იყო.. ბევრისთვის მოულოდნელად, 30 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.. დღემდე ყველას აინტერესებს, თუ როგორ მოერგებოდა 2000-იანების ეპოქას, მაგრამ ერთი რამ უდავოა - კანტონა თავისი ეპოქის გამორჩეული ფეხბურთელი და ფიგურა იყო..

გაზიარება: