რომა
Aa
Aa

დიბალა: “მოურინიოს არგენტინელები უყვარს და ჩვენი ჩემპიონობა გაუხარდა“

როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალა არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წელს, კატარში, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

არგენტინელი შემტევი „რომაში“ ჟოზე მოურინიოს დაქვემდებარებაშია. ახალი არავისთვის არის, რომ „განსაკუთრებულსა“ და ლიონელ მესის შორის კარგი ურთიერთობა არასდროს ყოფილა. იტალიურ მედიასთან დიბალამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დიბალამ?

„როდესაც საფრანგეთთან მატჩი დასრულდა, მე ჯერ დოპინგ ოთახში ვიყავი, ხოლო შემდეგ გასახდელში. ტელეფონი ავიღე ოჯახთან უნდა დამერეკა და მოურინიოსგან 5 გამოტოვებული ზარი მქონდა. ჯერ მას დავურეკე, ხოლო შემდეგ დედას.

ის ბედნიერი იყო, რადგან არგენტინელები უყვარს. ის ყოველთვის საოცარ რაღაცებს მეუბნება დი მარიასა და მესის შესახებ. მოურინიოს ლეოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ნებისმიერ არგენტინელს, რომელსაც ჟოზეს გუნდში უთამაშია, ბევრი რამ აქვს ნასწავლი. გახსოვდეთ, მოურინიოს არგენტინელების მიმართ დიდი სიყვარული აქვს.“

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ დიბალას პარედესთან საუბარი დაავალა. „განსაკუთრებულს“ სურდა, რომ პსჟ-ს ყოფილი ნახევარმცველი „რომაში“ გადასულიყო. ტრანსფერის გაჩარხვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიკე: „ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ბოლო წარმატება არავის დაამახსოვრდება“
პიკე: „ჩემპიონთა ლიგაზე რეალის ბოლო წარმატება არავის დაამახსოვრდება“