უარი 581 მილიონზე - იუვენტუსმა კალჩოპოლისგან მიღებული ზარალისთვის ბრძოლა შეწყვიტა
Aa
Aa

უარი 581 მილიონზე - იუვენტუსმა კალჩოპოლისგან მიღებული ზარალისთვის ბრძოლა შეწყვიტა

„იუვენტუსი“ კალჩოპოლის სკანდალიდან მიღებული ზარალისთვის დღემდე იბრძოდა და 581 მილიონი ევროს მისაღებად იბრძოდა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინელები ამას აღარ აპირებენ.

Calcio e Finanza იუწყება, რომ ტურინული კლუბის ფინანსური ანგარიშგება 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მიუთითებს იმაზე, რომ კლუბმა 2006 წლის კორუფციული სკანდალით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის შემდგომი პროცედურები შეწყვიტა.

2011 წელს „ბიანკონერი“ 443 725 200 ევროს მიღებას აპირებდა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და „ინტერისგან“ ამ თანხის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართეს. ისინი გამომდინარეობდნენ იქიდან, რომ კლუბის უშუალო პასუხისმგებლობა აღნიშნულ მოვლენებზე არ იყო დადგენილი. 2016 წლის ივლისში ტურინელთა პრეტენზია უარყოფილ იქნა.

„იუვენტუსმა“ მალევე უარის თქმის გადაწყვეტილება იტალიის სახელმწიფო საბჭოში გაასაჩივრა და მოთხოვნილი თანხა 581 მილიონ ევრომდე გაზარდა, პროცენტების ჩათვლით.

2023 წელს სახელმწიფო საბჭოს მოსმენები 28 თებერვლიდან 28 მარტამდე, შემდეგ კი 24 ოქტომბრამდე გადავიდა. თუმცა, 13 ოქტომბერს ტურინელებმა დარჩენილ მხარეებს აცნობეს, რომ ისინი საჩივარზე უარს ამბობდნენ.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ ასევე ცდილობდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება 2005/06 წლების იტალიის ტიტულის ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ეს საჩივარი აგვისტოში არ დაკმაყოფილდა. ტიტული „ინტერს“ რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მბაპეს შემცვლელად? - პსჟ-ის ამბიციური პროექტი
კვარა მბაპეს შემცვლელად? - პსჟ-ის ამბიციური პროექტი