ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხმა მიეცი კვარას! - გამოავლინე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი

სერია A ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად EA Sports-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვას აწარმოებს, რომელშიც მონაწილეობას „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც იღებს.

ხმის მიცემის მსურველებს შეუძლიათ ამ ბმულს ეწვიონ, შემდეგ კი კანდიდატებიდან ქართველი ფეხბურთელის სახელსა და გვარს აირჩევთ - მიეცით ხმა ხვიჩა კვარაცხელიას.

ხვიჩას გარდა გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ „იუვენტუსის“ მცველი, ბრემერი, „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი, „ბოლონიას" შემტევი რიკარდო ორსოლინი, „მილანის“ გარემარბი კრისტიან პულიშიჩი და „ფროზინონეს“ თავდამსხმელი, მატიას სულე.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ოქტომბერში „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 3 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო სეზონი“ - პირველი ქართული სპორტული დრამის პრემიერა
„ბოლო სეზონი“ - პირველი ქართული სპორტული დრამის პრემიერა