ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„სახიფათო გუნდს ხვდებიან“ | კაპელო მილანისა და ნაპოლის მატჩზე

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს და კაპელომ ამ მატჩთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„მილანს შეტევაში პრობლემები აქვს. ბოლო 3 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანეს და პიოლის ადგილას რომ ვიყო, ძალიან შეშფოთებული ვიქნებოდი. ნაპოლისთან ძალიან საინტერესო მატჩი იქნება, რომელშიც როსონერიმ საკუთარი ხარისხი უნდა გამოავლინოს.

მილანმა ბოლო სამი თამაში წააგო და ახლა ნაპოლისნაირ სახიფათო გუნდს ხვდება. როსონერიმ გამოცდა უნდა ჩააბაროს და გარისკოს, მაგრამ ნახეთ, მილანმა პარი სენ-ჟერმენთან როგორ იასპარეზა? ეს ბევრ რამეზე მეტყველებს“.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 29 ოქტომბერს, კვირას გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება. „პარტენოპეი“ მასპინძლის სტატუსით იქნება და გასულ სეზონში, საკუთარ კედლებში 0:4 წაგებული მატჩის გამო, რევანშის აღებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა სერიოზული პროფესიონალია, ლეაო მშიშარაა, ბალოტელის ჰგავს“
„კვარა სერიოზული პროფესიონალია, ლეაო მშიშარაა, ბალოტელის ჰგავს“