ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი
Aa
Aa

„მესის მსგავსად ეს მასაც სისხლში აქვს“ - მილანის ლეგენდა კვარაცხელიაზე

„მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჟოზე ალტაფინიმ „ნაპოლის“ ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ალტაფინიმ „კვარა“ შეაქო, ლიონელ მესის შეადარა და განაცხადა, რომ მას უდიდესი პროგრესის მიღწევა შეუძლია.

„ვინ უფრო რისკავს მილანისა და ნაპოლის შეხვედრაში? მილანი უფრო რისკავს. მართალია, კვარაცხელია ძალიან კარგია და გოლები გააქვს, მაგრამ ოსიმენის არყოფნის გამო, ნაპოლი ძალას კარგავს. ვფიქრობ, რთული მატჩი იქნება და ფრეს ვვარაუდობ.

რის მიღწევა შეუძლია კვარაცხელიას? ხვიჩას შეუძლია, დიდ პროგრესს მიაღწიოს. ამბობდნენ, რომ ის შესწავლილი ჰყავდათ და იცოდნენ, როგორ შეეჩერებინათ, მაგრამ ეს სიმართლე არაა, რადგან მას, ლიონელ მესის მსგავსად, დრიბლინგი სისხლში აქვს“.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 29 ოქტომბერს, კვირას გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება. „პარტენოპეი“ მასპინძლის სტატუსით იქნება და გასულ სეზონში, საკუთარ კედლებში 0:4 წაგებული მატჩის გამო, რევანშის აღებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ენას არ აჩერებენ, მაგრამ ჩხუბი არ უნდათ“ | დოლიძე ახალ მეტოქეს ეძებს
„ენას არ აჩერებენ, მაგრამ ჩხუბი არ უნდათ“ | დოლიძე ახალ მეტოქეს ეძებს