ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რავანელი
Aa
Aa

„ნამდვილი ლიდერია. ნახეთ, რა გააკეთა გოლის ეპიზოდში?“ - იუვეს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბრიციო რავანელიმ Mediaset-ის მიკროფონებთან „უნიონ ბერლინისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

რა თქვა რავანელიმ ხვიჩაზე:

ქართველს, როგორც ლიდერს დღესაც სწორი დამოკიდებულება ჰქონდა, ისევე როგორც ვერონასთან. ამ უმნიშვნელოვანესს მატჩში გოლი მისი გამოგონებით გავიდა. მან ისე ითამაშა, როგორც ჩემპიონები თამაშობენ და საოცარი ხასიათი აჩვენა. ხომ ნახეთ, რა გააკეთა გოლის ეპიზოდში? თავისი ბრწყინვალე მოქმედებით რასპადორის სივრცე შეუქმნა. ასე მხოლოდ უმაღლესი კლასის გარემარბები იქცევიან.

„უნიონ ბერლინთან“ მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, კვლავ „უნიონ ბერლინის“ წინააღმდეგ, ამჯერად უკვე დიეგო მარადონას სტადიონზე გამართავს, უახლოესი მატჩი კი 29 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე „მილანის“ წინააღმდეგ არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოსენსი: “მეორე ტაიმში კვარაცხელიამ დაგვტანჯა“
გოსენსი: “მეორე ტაიმში კვარაცხელიამ დაგვტანჯა“