გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა

გიორგი მიქაუტაძის „აიაქსმა“ ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. ამსტერდამულმა კლუბმა ვერც ბოლოადგილოსან „უტრეხტთან“ დააფიქსირა სასურველი შედეგი და 3:4 დამარცხდა. ამ მატჩის შემდეგ, ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ სულერთია „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ვინ იქნება, რადგან ამსტერდამელებს სათანადოდ კარგი მოთამაშეები არ ჰყავთ.

„საშინელი მატჩი იყო. ბევრი გოლი გავიდა, მაგრამ რეალურად, ეს იყო მე-16 და მე-17 ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება, რომელშიც შეცდომების ფესტივალი ვიხილეთ. მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს რის გაკეთება შეუძლია?! სულერთია, გუნდის თავკაცი ვინ იქნება, აიაქსს სათანადოდ კარგი ფეხბურთელები არ ჰყავს.

ვფიქრობ, მწვრთნელის დადანაშაულება მარტივია და საბოლოოდ, სწორედ ის გაიწირება, რადგან ეს ფეხბურთის წესია. პასუხისმგებლობას ყოველთვის გუნდის თავკაცს აკისრებენ, მაგრამ ყველაფერში ჩანს, რომ აიაქსს ხარისხი აკლია და ეს სტეინის ბრალი არაა. მას სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით არაფერი ჰკითხეს და ახლა ამ ვითარებიდან გამოსავლის პოვნა მოუწევს.

რას შევცვლიდი გუნდში? წარმოდგენა არ მაქვს. აშკარაა, რომ ფეხბურთელები აიაქსისთვის შესაფერისი დონის არ არიან. ერედივიზიეში აიაქსის დამარცხება ყველა კლუბს სურს და მთავარი მწვრთნელისთვის ეს ყველაფერს ართულებს. იმედი მაქვს, ამსტერდამელები სატურნირო ცხრილში წინ სწრაფად წაიწევენ, რადგან ეს არაა ადგილი, რომელსაც აიაქსი უნდა იკავებდეს“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის გუნდს 7 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს. ამსტერდამელები მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავენ და სტუმრად ჩემპიონატის ლიდერს, პსვ-ს დაუპირისპირდებიან, რომელსაც 9-დან 9 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სეხუდოსთან ბრძოლას ამიტომ დავთანხმდი“ - მერაბმა მიზეზებზე ისაუბრა
„სეხუდოსთან ბრძოლას ამიტომ დავთანხმდი“ - მერაბმა მიზეზებზე ისაუბრა