გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს ტოპ 25 მეკარე | რომელ ადგილზეა მამარდა 90 Min-ის რეიტინგში

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, 90 Min.com-მა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები დაასახელა. 90 Min-მა 25 გოლკიპერი გამოარჩია და მათ შორის „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომლიც 24-ე პოზიციაზე გაიყვანა.

„გიორგი მამარდაშვილის სახელი და გვარი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გამუდმებით გვესმოდა. ქართველი გოლკიპერი ევროპის ფაქტობრივად ყველა კლუბს დაუკავშირეს და მათ შორის ბაიერნიც იყო. მამარდაშვილი ტოპ კლუბში ოდესღაც აუცილებლად გადავა, ამ მომენტში კი ვალენსიაში გამოცდილებას იღებს“- წერს 90 Min-ი.

90 Min-ის ტოპ 10 ასე გამოიყურება: 1) ტიბო კურტუა; 2) მარკ-ანდრე ტერ შტეგენი; 3) მაიკ მენიო; 4) ალისონი; 5) ედერსონი; 6) ემილიანო მარტინესი; 7) მანუელ ნოიერი; 8) იან ობლაკი; 9) გრეგორ კობელი; 10) იასინ ბონო.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს მონაწილეობა 9 შეხვედრაში აქვს მიღებული. გიორგიმ 11 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 2-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის ვალენსიაზე ფიქრობენ | საუდელებს ცნობილი კლუბის ყიდვა სურთ
მამარდაშვილის ვალენსიაზე ფიქრობენ | საუდელებს ცნობილი კლუბის ყიდვა სურთ