ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი
Aa
Aa

კვარა და მესი საუკეთესოები არიან | საინტერესო სტატისტიკა ხვიჩაზე

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „უდინეზეს“ დაუპირისპირდა. რუდი გარსიას გუნდმა 4:1 იმარჯვა, ქართველმა ფეხბურთელმა კი პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, Opta-ს მიხედვით, გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ხვიჩამ ერთ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მეექვსედ მიითვალა. აღნიშნულ პერიოდში (გასული სეზონიდან, დღემდე) ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, იგი ამ მაჩვენებლით ლიონელ მესისთან ერთად, საუკეთესოა (მესისაც 6-ჯერ აქვს ერთ თამაშში მინიმუმ გოლი და ასისტი გაფორმებული, როცა პსჟ-ში იყო), ნეიმარმა და ოპენდამ კი ერთ მატჩში გოლიც და ასისტიც 5-5-ჯერ გაიფორმეს.

ცნობისთვის, „უდინეზესთან“ შეხვედრაში, „კვარა“ ბურთს 54-ჯერ შეეხო, 6 დარტყმა ჰქონდა, 2-ჯერ ბურთი ძელს გაარტყა, 6-დან 4 წარმატებული დრიბლინგი მიითვალა, 12-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო და 2 საკვანძო პასი გააკეთა. სტატისტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა მისი თამაში 9.6 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 9.8 დაუწერა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინი მატჩის MVP გახდა - ტენერიფე ვალენსიასთან მაინც დამარცხდა
შერმადინი მატჩის MVP გახდა - ტენერიფე ვალენსიასთან მაინც დამარცხდა