ლევ იაშინი, ემილიანო მარტინესი, იასინ ბონო, ანდრე ონანა, მაიკ მენიო, ედერსონ მორაეში
Aa
Aa

ლევ იაშინის სახელობის ჯილდო - Goal.Com-ის ნომინანტები

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ოქროს ბურთი ერთადერთ მეკარეს აქვს მოგებული და ის ერთადერთი ლევ იაშინია.(1963 წელს).

ამის გამო, პარიზში, ყოველწლიურ დაჯილდოებაზე FranceFootball-მა ლევ იაშინის სახელობის ჯილდო დააწესა. წინა გამარჯვებულები ალისონ ბეკერი და ტიბო კურტუა არიან. საინტერესოა, მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს ვინ დაეუფლება აღნიშნულ ჯილდოს?

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com ნომინანტთა სიას გვთავაზობს.

იასინ ბონო(„ალ ჰილალი“)

32 წლის კარის დარაჯს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მაროკოსთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ისტორია დაწერა. ბონო და მაროკო მუნდიალის ნახევარფინალში გავიდნენ და ამაში უდიდესი წვლილი თავად იასინმა შეიტანა.

ასევე, ბონოს ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა ევროპის ლიგაზე, სადაც ფინალში „რომას“ წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბონო ნომინანტთა შორისაა.

ტიბო კურტუა(მადრიდის „რეალი“)

2022/2023 წლების სეზონში, ბელგიელმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ იაშინის სახელობის ჯილდო მას ერგო. მიუხედავად იმისა, რომ კურტუამ გასულ სეზონში ვერც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ვერც ლა ლიგა, მაინც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

მაიკ მენიო(„მილანი“)

ფრანგი მეკარის ბოლოდროინდელი „მილანური“ კარიერი გამორჩევის ღირსია. მენიოს კარგმა თამაშმა „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა და Goal.Com მას ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებს.

ტერ შტეგენი(„ბარსელონა“)

წლების განმავლობაში, მარკი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა და ეს მოსაზრება მან გასულ სეზონში კიდევ უფრო მეტად გაამყარა. „ბარსელონამ“ მისი კარგი თამაშის გამო ლა ლიგის 38 ტურში მხოლოდ 20 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 26-ჯერ შეინახა. ამ ყველაფერმა კი ჩავი ერნანდესს ლა ლიგის პირველი ტიტული მოაგებინა.

ედერსონი(„მანჩესტერ სიტი“)

ბრაზილიელი მეკარე ოფიციალურად იყო 2-ჯერ წარდგენილი ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე, მაგრამ წარმატებას არ მიუღწევია.

ედერსონმა „მანჩესტერ სიტის“ ტრიპლეტის შესრულებაში დიდი როლი ითამაშა. მან განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ დატოვა.

ემილიანო მარტინესი(„ასტონ ვილა“)

არგენტინელმა მეკარემ ლიონელ მესის შემდეგ, ალბათ ყველაზე დიდი სამუშაო შეასრულა და „ალბისელესტეს“ ნანატრი მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა. მისი დიდებული გამოსვლა პენალტების სერიაში ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან ყველაფერზე მეტყველებს. აღსანიშნავია მისი მოგერიებული ბურთი რანდალ კოლო მუანის წინააღმდეგ.

ანდრე ონანა(„მანჩესტერ იუნაიტედი“)

მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა 51 მილიონი ევროს სანაცვლოდ, კარგად მეტყველებს ონანას განვითარებაზე. მისი კარგი თამაში „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დაეხმარა, ხოლო კამერუნელი იმდენად კარგი იყო, რომ ერიკ ტენ ჰაგმა პირადად მოითხოვა მისი ტრანსფერი. ანდრემ დავიდ დე ხეა ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სხვის აზრს პატივი უნდა ვცეთ“ - კუმანმა ვან გაალი დაიცვა
“სხვის აზრს პატივი უნდა ვცეთ“ - კუმანმა ვან გაალი დაიცვა