ჯუდ ბელინგემი, ალეხანდრო ბალდე
Aa
Aa

ტეილორ სვიფტის ფანები გააბრაზა | როგორ დაკარგა ბალდემ ლიდერობა გამოკითხვაში

ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttosport-ი პრესტიჟული ჯილდოს, Golden Boy-ის გამარჯვებულის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს. რამდენიმე დღის წინ, პირველ ადგილს „ბარსელონას“ ფეხბურთელი, ალეხანდრო ბალდე იკავებდა, რომელსაც ხმების 43 პროცენტი ჰქონდა მიღებული, მაგრამ მისი ერთი განცხადების გამო, ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

„მომწონს თუ არა ტეილორ სვიფტი? არა, მისი მუსიკა არ მომწონს“, - თქვა ბალდემ. ამ სიტყვების შემდეგ, სვიფტის ფანებმა სოციალურ ქსელებში კამპანია წამოიწყეს და პოპულარული მომღერლის ქომაგებს მოუწოდეს, ხმა ჯუდ ბელინგემს მისცენ. კამპანიაში ტეილორ სვიფტის ბევრი ფანი ჩაერთო და ბელინგემმა პირველი ადგილი დაისაკუთრა.

ბალდეს განცხადებამდე, ესპანელ ფეხბურთელს ხმების 43 პროცენტი ჰქონდა მიღებული, ბელინგემს - 30. ბოლო მონაცემებით, ჯუდს მხარს გამოკითხულთა 87 პროცენტი უჭერს, ბალდეს - 8. ტეილორ სვიფტის ფანების თანადგომის წყალობით, ბელინგემი პირველ ადგილზე გადავიდა და სოლიდური უპირატესობაც აქვს.

Tuttosport-ის დღევანდელი მონაცემებით, გამოკითხვაში მონაწილეობა 3 097 818-მა ადამიანმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ბელინგემის სასარგებლოდ ხმა 2 695 101 ადამიანმა დააფიქსირა და მათი უმრავლესობა ტეილორ სვიფტის ფანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია