აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „არ ინერვიულოთ, ოსიმენი არსად წავა“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ პირველი პირი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირება „ალ-ჰილალს“ უნდა და განაცხადა, რომ ოსიმენი არსად წავა.

„ოსიმენს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. სად უნდა წავიდეს? კონტრაქტს ორივე მხარე პატივს სცემს. ჩვენ და მისი წარმომადგენლები პირველივე წუთიდან საერთო აზრზე ვართ და არაფერზე ინერვიულოთ. ვიქტორი ჩვენთან დარჩება“.

შეგახსენებთ, რომ „ალ-ჰილალი“ ოსიმენის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას იხდის. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, არაბული კლუბი მზადაა, „ნაპოლის“ 200 მილიონი ევრო გადაუხადოს, ვიქტორს კი ხელფასის სახით, ყოველწლიურად, 50 მილიონი შესთავაზოს.

„ნაპოლი“ და ოსიმენი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ვიქტორს ხელფასის გაზრდა სურს და მისი მოთხოვნა ყოველწლიურად, 10-12 მილიონი ევროა. ნიგერიელი მზადაა, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კლუბში დარჩეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკანოვსკისთან ბევრად უკეთეს ილიას იხილავთ“ | თოფურიას მწვრთნელი
„ვოლკანოვსკისთან ბევრად უკეთეს ილიას იხილავთ“ | თოფურიას მწვრთნელი