ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ალ ჰილალის წინადადებით მანიპულირებს - ოსიმენის ქცევა ნაპოლიში არ მოსწონთ

როგორც მოგეხსენებათ, „ალ ჰილალმა“ „ნაპოლის“ და ოსიმენს ზღაპრული წინადადებით მიმართა. საუდის არაბეთის წარმომადგენელი, ნიგერიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს იხდის. ვიქტორი კი ანაზღაურების სახით წელიწადში 40 მილიონ ევროს მიიღებს.

ამ ფაქტის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენი მანიპულირებას მიმართავს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 26 წლის თავდამსხმელმა „ნაპოლის“ ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და თავისი პირობები წაუყენა.

ვიქტორს ხელფასის გაზრდა 12 მილიონ ევრომდე სურს და კონტრაქტში იმ ფუნქტის ჩადება, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ ყველაზე მაღალი ხელფასი 4.5 მილიონი ევროა და ოსიმენის მოთხოვნილი თანხა სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონისთვის არარეალურია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს გუნდის პრეზიდენტი.

წყაროს ცნობით, დე ლაურენტისსა და ნიგერიელს შორის შეხვედრა დაინიშნა, რომლის შემდეგ ცნობილი გახდება მხარეების გადაწყვეტილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სიმეონე: “საუდის არაბეთში არ წავალ, ატლეტიკოში ბედნიერი ვარ“
სიმეონე: “საუდის არაბეთში არ წავალ, ატლეტიკოში ბედნიერი ვარ“