გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

სხვა ვარიანტი იპოვეს | მარსელი მიქაუტაძისთვის არ იბრძოლებს

„მეცის“ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი მიქაუტაძეზე ფრანგულ პრესაში აქტიურად წერენ. ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებაზე რამდენიმე უცხოური კლუბი ფიქრობს და ახლახან, იგი „მარსელს“ დაუკავშირეს.

ფრანგული გამოცემის, Foot Mercato-ს მიხედვით, მიქაუტაძე „მარსელის“ ინტერესის ობიექტი ნამდვილად იყო და კლუბის პრეზიდენტი, პაბლო ლონგორია მის რამდენიმე მატჩს დააკვირდა. მიუხედავად ამისა, „მარსელს“ სხვა გეგმები აქვს და ყურადღება ილიმან ნდიაიეზე გადაიტანა.

საინტერესოა, რომ ნდიაიე „შეფილდ იუნაიტედის“ ღირსებას იცავს. ინგლისური კლუბი მიქაუტაძის მსურველთა შორისაა და შესაძლოა, ნდიაიეს გაშვების შემთხვევაში, შეტევის გასაძლიერებლად, აქცენტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე გათამაშების ბომბარდირი გახდა და სეზონის ბოლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ქართველი შემტევი ახლა „მეცთან“ ერთად იმყოფება და ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპესთან არაფერი გამოუვიდათ | ალ-ჰილალს ნაპოლის ფეხბურთელი სურს
მბაპესთან არაფერი გამოუვიდათ | ალ-ჰილალს ნაპოლის ფეხბურთელი სურს