გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

„მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს“ - Calcio Frosinone კვერნაძეზე

„ფროზინონეში“ ახლადგადასულმა გიორგი კვერნაძემ იტალიური გუნდის შემადგენლობაში პირველივე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი გუშინ ამხანაგურ მატჩში „მონდრაგონეს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა.

გიორგი კვერნაძე „ფოზინონეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარი 52-ე წუთზე აიღო, რითაც ანგარიში 3:0 გახადა.

მატჩის მიმდინარეობისას, ქართველმა შემტევმა მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა. დღეს, „ფროზინონესთან“ დაახლოებულმა სააგენტო Calcio Frosinone-მ დაწერა, რომ გიორგი კვერნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას მომავალ კვირას შეაფასებენ:

„ფროზინონეს“ ახალწვეულმა, გიორგი კვერნაძემ თავი სადებიუტო შეხვედრაშივე გამოიჩინა „მონდრაგონესთან“ ამხანაგურ მატჩში. ქართველი გოლის ავტორი გახდა და რამდენიმე საინტერესო ეპიზოდიც შემოგვთავაზა, შემდეგ კი სიფრთხილის გამო შეცვალეს.

ქართველმა გარემარბმა მცირე დაზიანება მიიღო და ეს გახდა შეცვლის მიზეზი. ეს დაზიანება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მდგომარეობა მომდევნო კვირას შეფასდეს.“ - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონე“ სერია A-ს ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 19 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე