დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

„ახალი მიზნების მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ“ - ბექჰემის და მესის კომენტარები

„ინტერ მაიამიმ“ ლეო მესი ოფიციალურად წარადგინა. ახლა უკვე ყველა არგენტინელის MLS-ში დებიუტს ელის.

ოფიციალური ნაწილის გავლის შემდეგ, ლეოს ტრანსფერზე პირველი კომენტარი კლუბის მფლობელმა დევიდ ბექჰემმა გააკეთა:

„ინტერ მაიამის ისტორიის შემდეგი თავი აქ იწყება. ათი წლის წინ, როდესაც ეს მოგზაურობა დავიწყე, ვოცნებობდი მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელები აქ ჩამომეყვანა. ფეხბურთელები, რომლებიც იზიარებდნენ ჩემს ამბიციას, რომ დავეხმარო აშშ-ის ფეხბურთის განვითარებასა და მემკვიდრეობის შექმნაში.

დღეს ოცნება ახდა. ვამაყობ, რომ ლეოს დონის ფეხბურთელი მოვიდა. მოხარული ვარ და მეგობარს, არაჩვეულებრივ ადამიანს, მის ოჯახთან ერთად მაიამიში მივესალმები“.

- განაცხადა ბექჰემმა.

ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, პირველი კომენტარი ლეო მესიმაც გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი დავიწყე მაიამისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა და ჩვენ ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებას ერთად გავაგრძელებთ. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მიზნების მისაღწევად ერთად ვიმუშაოთ. და მე ნამდვილად მინდა, რომ ჩემს ახალ სახლში ამის მისაღწევად კლუბს დახმარება გავუწიო“.

- აღნიშნა ლეომ.

აქვე გეტყვით, რომ მესის კონტრაქტი 2025 წლამდეა გათვლილი. ლეო კლუბში მე-10 ნომრით ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
90 მილიონი ფუნტი - ნიუკასლი კვარაცხელიას შეძენას გეგმავს
90 მილიონი ფუნტი - ნიუკასლი კვარაცხელიას შეძენას გეგმავს