Gold Cup
Aa
Aa

4-გოლიანი თრილერი და პენალტების სერია | Gold Cup-ზე 1/2 ფინალისტები გაირკვა

აშშ-სა და კანადაში მიმდინარე CONCACAF Gold Cup-ზე 1/4 ფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევაფინალისტები დაწყვილდნენ.

პირველ მეოთხედფინალში ტურნირის 8-გზის ჩემპიონმა, მექსიკის ნაკრებმა კოსტა რიკას, ორბელინ პინედასა და ერიკ სანჩესის გოლებით, 2:0 მოუგო. დღის მეორე მატჩში კი პანამის ნაკრებმა კარლოს კეირუშის გაწვრთნილი კატარის გუნდი 4:0 გაანადგურა.

გაცილებით თანაბარი და დაძაბული მატჩები გუშინდელ სათამაშო დღეს შედგა. 2011 წლის შემდეგ Gold Cup-ის პლეი-ოფში პირველად გასული გუატემალა იამაიკას დაუპირისპირდა, ხოლო ბოლო 1/4 ფინალში ტურნირის ორი მასპინძელი გადაიკვეთა.

იამაიკელები გუატემალასთან ფავორიტად ითვლებოდნენ, თუმცა სტატუსის გასამართლებლად დიდი ბრძოლა დასჭირდათ. რთული მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 51-ე წუთზე, მისი ავტორი ამარი’ი ბელი გახდა. იამაიკელები Gold Cup-ის 1/2 ფინალში ბოლო 6 ტურნირიდან მეოთხედ ითამაშებენ.


დღის მეორე და გაცილებით დაძაბულ-დრამატული მატჩი აშშ-სა და კანადას შორის, ცინცინატიში გაიმართა. თითქმის მთელი მატჩი უგოლოდ მიიწურა, მაგრამ 88-ე წუთზე აშშ ბრენდონ ვასკესმა დააწინაურა და თითქოს 1/2 ფინალში გასვლის საკითხიც გადაწყვიტა. თუმცა, კანადელებს გასათანაბრებლად დარჩენილი დრო ეყოთ და დამატებულ წუთებზე ვიტორიამ პენალტიდან შეაგდო და თამაში ექტრა ტაიმში გადაიყვანა.

109-ე წუთზე უკვე კანადელები დაწინაურდნენ, მაგრამ ხუთ წუთში აშშ-მ კენედის ავტოგოლით გაათანაბრა. საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იქ გმირის მანტია 2021 წლის გათამაშების საუკეთესო მეკარემ, ამერიკელმა მეტ ტერნერმა მოისხა, 3 პენალტი მოიგერია და თავისიანები 1/2 ფინალში გაიყვანა.

13 ივლისი. სან დიეგო. 03:30. აშშ V პანამა

13 ივლისი. ლას ვეგასი. 06:00. იამაიკა V მექსიკა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
25 გოლი 4 მატჩში! დრამა და სანახაობა | Gold Cup-ზე 1/4 ფინალისტები დაწყვილდნენ
25 გოლი 4 მატჩში! დრამა და სანახაობა | Gold Cup-ზე 1/4 ფინალისტები დაწყვილდნენ