რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

ინტერი ჩელსის წინადადებით მიმართავს | ნერაძური ლუკაკუს დატოვებას გეგმავს

იტალიური გამოცემები აქტიურად წერენ, რომ „ინტერი“ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის თაობაზე „ჩელსის“ დაუკავშირდება და მის გაფორმებას შეეცდება. „ნერაძური“ ლურჯებს მარსელო ბროზოვიჩის „ალ-ნასრიში“ გადასვლის შემდეგ მიმართავს და მიღებულ თანხას ლუკაკუს გადასაყვანად გამოიყენებს.

Gazzetta dello Sport-ის, Corriere dello Sport-ისა და Tuttosport-ის ინფორმაციით, ბროზოვიჩის გაყიდვის შემდეგ, „ინტერის“ პრიორიტეტი ლუკაკუ იქნება და არა დავიდე ფრატეზი. როგორც Gazzetta წერს, „ნერაძურის“ იმედი აქვს, რომელუს ისევ იჯარის წესით გაიფორმებს, ოღონდ ამჯერად, 30 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

Corriere dello Sport-ის მიხედვით, „ჩელსის“ ლუკაკუს სანაცვლოდ ბევრად მეტის მიღება სურს და დაახლოებით 50 მილიონი ევრო უნდა. „ლურჯებმა“ „ალ-ჰილალის“ 45-მილიონიან წინადადებაზე უარი უკვე თქვეს და მილანელებს „არისტოკრატების“ 30 მილიონ ევროზე დაყოლიება ძალიან გაუჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების სეზონში, ლუკაკუმ მონაწილეობა 37 შეხვედრაში მიიღო. ბელგიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 14 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 40 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან ყველაზე მეტს ელის“ | რას მოითხოვს რუდი გარსია კვარასგან
„მისგან ყველაზე მეტს ელის“ | რას მოითხოვს რუდი გარსია კვარასგან