ჰარი კეინი
Aa
Aa

ტოტენჰემს წინადადებით მიმართეს | ბაიერნს კეინის გადაბირება სურს

მიუნხენის „ბაიერნი“ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და „რეკორდმაისტერის“ ერთ-ერთი სამიზნე ჰარი კეინია. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Athletic-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბი „ტოტენჰემს“ დაუკავშირდა და შეთავაზება გაუკეთა.

როგორც The Athletic-ი წერს, „ბაიერნის“ ოფიციალური წინადადება 70 მილიონი ევროს ოდენობისაა, რასაც ბონუსებიც შეიძლება დაემატოს. „დეზებმა“ მიუნხელებს უარი შეუთვალეს და Daily Mail-მა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ლონდონელებს ბევრად მეტის მიღება სურთ.

გერმანული Sport1-ის ინფორმაციით, კეინს „ბაიერნში“ გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ მისი პრიორიტეტი ინგლისში დარჩენაა. თუ ნისლიან ალბიონზე მსურველი არ გამოუჩნდა, „რეკორდმაისტერში“ ტრანსფერს მწვანეს აუნთებს. ჰარის პარალელურად, მიუნხენელები ვიქტორ ოსიმენზეც ფიქრობენ და ნიგერიელის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ.

ცნობისთვის, კეინს „ტოტენჰემთან“ ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით თავად ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. „დეზებს“ მისი უსასყიდლოდ დაკარგვა არ სურთ და არის შანსი, ამ ზაფხულს შეელიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართული ფეხბურთის დონე და ვინ არის ახალი კვარა - ინტერვიუ გაბრიელე ჯერვასისთან
ქართული ფეხბურთის დონე და ვინ არის ახალი კვარა - ინტერვიუ გაბრიელე ჯერვასისთან