ლივერპული, ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

აგენტთან კომუნიკაცია დამყარდა - ლივერპული ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს

გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპული“ დაუკავშირდა ვიქტორ ოსიმენის აგენტს, რათა ამ ზაფხულს შესაძლებელი გახდეს ნიგერიელი თავდამსხმელის მერსისაიდზე გადაბარგება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ლივერპულის“ წარმომადგენელი პირადად რობერტო კალენდას ესაუბრა. ოსიმენის აგენტის პასუხი კი 180 მილიონი ევროა. აურელიო დე ლაურენტისი თავის ფეხბურთელს სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ შეელევა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მისაღებია ეს თანხა მერსისაიდული გრანდისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიქტორისთვის მხოლოდ იურგენ კლოპის გუნდი არ იბრძვის. რადარზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „ჩელსიც“ არიან.

ამ ყველაფრის პარალელურად, „პარტენოპეი“ ოსიმენთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს. ჯერჯერობით, ნიგერიელი თავდამსხმელი ყველანაირი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა სკუდეტოს მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სერია ა-ს გასულ სეზონში ვიქტორმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიდი პატივი იყო“ - კულიბალი ჩელსის დაემშვიდობა
“დიდი პატივი იყო“ - კულიბალი ჩელსის დაემშვიდობა