ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდომ ბათუმის დინამოდან დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა

საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, „ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხთან საუბრისას ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა.

„დავითაშვილის ტრანსფერი დაიხურა – ზურიკოს „ბორდოსთან“ იჯარა დაუსრულდა, სრულფასოვანი ტრანსფერი განხორციელდა და ახლა ის ფრანგული კლუბის ფეხბურთელი გახდა“,

– განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. 2022/23 წლების სეზონში ზურიკომ ფრანგული კლუბის მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დავითაშვილი ამჟამად 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად იმყოფება და ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!