U21 ევროპის ჩემპიონატი: 1/4-ფინალებიდან VAR-ის სისტემა იმუშავებს
Aa
Aa

U21 ევროპის ჩემპიონატი: 1/4-ფინალებიდან VAR-ის სისტემა იმუშავებს

საქართველოში და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 1/4-ფინალური ეტაპიდან ვიდეო რეფერის გამოყენება შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას პორტუგალიური Abola ავრცელებს.

მიმდინარე ტურნირზე ყველაზე დიდი ხმაური საფრანგეთსა და იტალიას შორის გამართულმა მატჩმა გამოიწვია, სადაც იტალიელებს ბოლო წუთებზე გოლი არ ჩაუთვალეს, რომელიც მცველმა კარის ხაზს შიგნიდან ხელით გამოიტანა, არბიტრმა კი არც პენალტი დანიშნა და თამაში გააგრძელა.

„უეფა საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვიდეო რეფერის სისტემას მეოთხედფინალური ეტაპიდან აამუშავებს. საფრანგეთისა და იტალიის მატჩში არჩათვლილმა გოლმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია“.

- წერს პორტუგალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე თავისი პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფავორიტ პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ჯგუფში გალიდერდა. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრებს ბელგიასთან (24 ივნისი) და ნიდერლანდებთან (27 ივნისი) გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!
რა მოხდა შოტლანდიაში? 6 ახალი კვარა? U21-ის სასწაული!