აურელიო დე ლაურენტისი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

150 მილიონი ოსიმენის სანაცვლოდ | დე ლაურენტისი მზადაა ნიგერიელი გაუშვას

„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, ვიქტორ ოსიმენს შეელიოს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „პარტენოპეის“ პირველი პირი ვიქტორს იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ მისი მსურველი კლუბი 150 მილიონ ევროს გადაიხდის.

დი მარციოს ცნობით, ოსიმენის აგენტსა და დე ლაურენტისს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ახლახან დასრულდა. აურელიომ ვიქტორის წარმომადგენელს განუცხადა, რომ 150-მილიონიან შეთავაზებას უპრობლემოდ დათანხმდება. მხარეებს შორის შეხვედრები გაგრძელდება და ამ ეტაპზე, მაგიდაზე მხოლოდ 100-მილიონიანი წინადადებები დევს.

დი მარციო კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც წერს. მისი თქმით, ახალი ხელფასის ოდენობა, რომელიც დე ლაურენტისმა ოსიმენს დღეს შესთავაზა, ვიქტორის მოთხოვნებსა და მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელის აგენტი საკუთარ კლიენტთან დიალოგს გამართავს და კლუბთან მოლაპარაკებებს ამის შემდეგ განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას სურს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შეინარჩუნოს, თუმცა ყველაფერს დე ლაურენტისი აკონტროლებს და შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში ნიგერიელ ფორვარდს შეელევა, რაც რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ საგრძნობლად დაასუსტებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „რა შემთხვევაში ვიჩხუბებ მერაბთან? 500 000 საკმარისი ნამდვილად არ იქნება“
ალჯო: „რა შემთხვევაში ვიჩხუბებ მერაბთან? 500 000 საკმარისი ნამდვილად არ იქნება“