ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: “დამშვიდდით, ნაპოლი კარგ ხელშია“

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. აურელიო დე ლაურენტისი სხვადასხვა კანდიდატებს განიხილავს. უკანასკნელ ინტერვიუში, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა განაცხადა:

„“ნაპოლი“ ყოველთვის კარგ ხელშია. ახლა მხოლოდ ის გვჭირდება, რომ მშვიდად ვიყოთ. მომავალი სეზონი კარგი იქნება. ხუთშაბათს, განათლების მინისტრს უნდა შევხვდე, რათა გადავამოწმო როგორია სპორტული განათლება სკოლებში. მინდა, რომ მათ უფრო მეტი გაიგონ ფეხბურთის შესახებ. ფეხბურთი ყველაზე ძველი და პოპულარული სპორტია.

ჩემთვის ფეხბურთში ახალგაზრდების დაბრუნება მნიშვნელოვანია. დღევანდელი თაობა ძირითადად სმარტფონებშია ჩაფლული და ფეხბურთი აღარ აინტერესებთ. ისინი ფიქრობენ, რომ საფეხბურთო მატჩი გრძელი და მოსაწყენი სანახაობაა. ეს უნდა შეიცვალოს.“

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს არაერთ მწვრთნელს უკავშირებდნენ. ყველაზე აქტიურად კი კრისტოფ გალტიეს კანდიდატურა განიხილება. იტალიური მედიის ინფორმაციით, დე ლაურენტისი გალტიესთან ერთად რუდი გარსიასაც ეკონტაქტება.

თავის მხრივ, „ნაპოლის“ ყოფილმა დამრიგებელმა ლუჩიანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მის ადგილს სიამოვნებით ანდობდა „ფიორენტინას“ მწვრთნელს ვინჩენცო იტალიანოს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის შეცვლის ახალი ვარიანტი - ლაურენტისი გალტიეზე ფიქრობს
სპალეტის შეცვლის ახალი ვარიანტი - ლაურენტისი გალტიეზე ფიქრობს