მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ანტონ მეანა
Aa
Aa

„მისი დარჩენა 100%-ით გადაწყვეტილი არაა“ - AS-ის ჟურნალისტი ანჩელოტიზე

AS-ის ჟურნალისტი ანტონ მეანა Cadenaser-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლოა კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალი“ დატოვოს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ კარლო ანჩელოტი „სამეფო კლუბში“ დარჩება. „მან. სიტისთან“ მარცხის შემდეგ გამართული პრესკონფერენციიდან გამომდინარე ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ არ მოხსნიან.

ასეთმა მარცხმა ეჭვების გაზრდის საშუალება გააჩინა. ახლა „რეალი“ ანჩელოტის შემცვლელებს არ განიხილავს, მაგრამ ასეთი მარცხი „სამეფო კლუბში“ ბევრი ფიქრის საფუძველია. მისი დარჩენა 100 პროცენტით გადაწყვეტილი არაა. ვერ ვიტყვით, რომ „რეალისთვის“ ცუდი სეზონია, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, ესპანეთის თასი მოიგო, თუმცა არ შეიძლება ამ სეზონს კარგი ვუწოდოთ“.

შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2021 წლის ივნისში დაბრუნდა. გასულ სეზონში ანჩელოტის გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს, მიმდინარე სეზონში კი წარმატებით მხოლოდ ესპანეთის თასზე ითამაშეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ „მან. სიტისთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, თუმცა „მან. სიტიმ“ „ეტიჰედზე“ 4:0 გაიმარჯვა. ანტონ მეანა სწორედ ამ მძიმე მარცხის უსვამს ხაზს და ეჭვების გაჩენის წინაპირობად განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები