მილანი, ინტერი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“მილანს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია“ - პიოლი ინტერთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანურ დერბის ვიხილავთ. მატჩის წინ, „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„ჩემს გუნდს სულისკვეთება არასდროს აკლდა, მაგრამ ეს საკმარისი არასდროს არის, თუ ხარისხი არ გაქვს. რთულ, მაგრამ სახალისო თამაშს ველოდები. ბოლო დღეებში ჩემს ფეხბურთელებს მაქსიმალურ მონდომებას ვუნერგავ. ჩვენ „ტოტენჰემი“ და „ნაპოლი“ გამოვაგდეთ. „მილანს“ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.

ზოგიერთისთვის „ინტერი“ ფავორიტია და ამ სიტუაციის გამოყენება გვსურს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დაპირისპირება შესაძლოა 180 წუთზე მეტხანს გაგრძელდეს. ფინალში გასვლა საოცარი იქნება. ლეაომ ინდივიდუალური პროგრამით ითამაშებს. ვნახოთ როგორ იგრძნობს თავს ხვალ.

წინასწარ არ ვიცი ითამაშებს, თუ არა. გამორიცხული არაფერია. რაფაელს უნიკალური შესაძლებლობები აქვს და თუ ის არ იქნება სხვა შესაძლებლობების მოძიება მოგვიწევს. ამ გუნდით ვამაყობ და ძალიან მოტივირებული ვარ.“

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ინტერის“ ნახევარფინალური დაპირისპირება 10 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები