კარლო ანჩელოტი, ფრენკ ლამპარდი
Aa Aa

ჩელსი VS რეალი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის „ჩელსი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

წინა მატჩი

პირველმა დაპირისპირებამ მთლიანად „ბლანკოსის“ დომინირებით ჩაიარა. „არისტოკრატებს“ რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ტიბო კურტუა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ანგარიში 21-ე წუთზე კარიმ ბენზემამ ვინისიუს ჯუნიორის აქტიურობის შედეგად გახსნა და პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, „არისტოკრატებს“ ბენ ჩილველი გაუძევეს და მადრიდელები უფრო გააქტიურდნენ. ცვლილებაზე გამოსულა მარკო ასენსიომ, 74-ე წუთზე თავისი მარცხენით გაისროლა და 2:0 დააფიქსირა. კარგი შანსი ჰქონდათ კარიმ ბენზემას, მაგრამ მისი თავური დარტყმა კარს ზემოდან გადასცდა.

ლა ლიგა

დიდი ხანია „სამეფო კლუბმა“ ლა ლიგისთვის ბრძოლა დათმო, თუმცა გასულ ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა. კარლო ანჩელოტის შეგირდები სტუმრად „კადისს“ დაუპირისპირდნენ და 2:0 გაიმარჯვეს. გოლები ნაჩომ ფერნანდესმა და მარკო ასენსიომ გაიტანეს. ამ მომენტისთვის, „რეალი“ „ბარსელონას“ 11 ქულით ჩამორჩება.

პრემიერ ლიგა

ფრენკ ლამპარდის დანიშვნის შემდეგ, „ჩელსის“ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. პრემიერ ლიგის გასულ ტურში, „ლურჯებმა“ „ბრაიტონს“ უმასპინძლეს და 1:2 წააგეს.

ამ მომენტისთვის, ლონდონური კლუბი, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-11 ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ „ნიუკასლს“ 17 ქულით ჩამორჩება. შანსი იმისა, რომ „არისტოკრატები“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავლენ საკმაოდ დიდია.

დანაკლისი:

მადრიდულ გრანდში წინა თამაშის შემდეგ არაფერი შეცვლილა. კარლო ანჩელოტის განკარგულებაში მხოლოდ ფერლან მენდი არ იქნება. რაც შეეხება „ჩელსის“, „რეალთან“ ობამეიანგი, კულიბალი, მადუეკე, ბადიაშილე და ჩილუელი ვერ ითამაშებენ.

რა თქვა ლამპარდმა მატჩის წინ?

„იქ არ ვართ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. ვფიქრობ, ჩვენი მდგომარეობის შესაფასებლად სიტყვა „გატეხილი“ კიდევ ცოტა. რეალობა ის გახლავთ, რომ 2-ბურთიანი სხვაობა უნდა აღმოვფხვრათ. არაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ უნდა ვიმუშაოთ! ჩემი აზრით, ხვალ იმაზე უკეთესი არაფერი მოხდება, რაც 2012 წელს მოხდა.

გუნდმა 2012 წელს ბევრი რთული მომენტი გამოიარა. „ნაპოლი“, „ბარსელონა“.. ეს იყო უზარმაზარი თავგადასავალი. თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციაში, როგორშიც ვართ და ვის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, შემდეგ ეტაპზე თუ გავალთ ეს დიდებული იქნება.“

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

ამ კლუბში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის ყოველთვის გამარჯვება, მაგრამ ბოლომდე უნდა ვითამაშოთ მთელი ენერგიით, რაც გვაქვს. შეიძლება საკმარისად გაგვიმართლოს, რომ მორიგი ნახევარფინალი და შემდეგ ფინალი ვითამაშოთ, მაგრამ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ. თუ ნახევარფინალში მოხვდებით, ეს ჩვენთვის წარმატებული შედეგი იქნება.

კარგად ვართ და დიდი მოტივაცია გვაქვს, როგორც ყოველთვის. ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი, მნიშვნელოვან ტურნირზე. სრულყოფილად უნდა ვითამაშოთ. წინ კიდევ 90 წუთია და ამ დროის განმავლობაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. მზად ვართ ვითამაშოთ ისე საუკეთესოდ, როგორც შეგვიძლია.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: