ლონდონის ჩელსი, ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

ლამპარდი: “დიდი და ღრმა შემადგენლობა გარკვეულწილად პრობლემაა“

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის „ჩელსი“ მძიმე მდგომარეობაშია. პრემიერ ლიგაში ოთხეულისთვის ბრძოლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არისტოკრატებმა“ „რეალთან“ 0:2 წააგეს და ნახევარფინალში გასვლაც სათუოა.

ლონდონელებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდი დაუბრუნდა, რომელსაც „ჩელსი“ მძიმე მდგომარეობაში დახვდა. ყოფილმა კაპიტანმა ახსნა, თუ როგორ უმკლავდება შექმნილ ვითარებას.

ლამპარდი:

„თითქმის ყველა მოთამაშეს პირადად ვესაუბრე და გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ყველაფერი რთული არ იყო. როდესაც ასეთ მცირე დროში იაზრებ რაღაცებს, ბევრი სასაუბრო თემა არ გაქვს. რთულია ასეთ დროს ფეხბურთელების მიტოვება, მაგრამ ასეთი სიტუაცია ნებისმიერ გუნდში შეიძლება შეიქმნას.

როდესაც აქ ვიყავი, საჭიროების გამო 4-5 ლეგიონერ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე ვტოვებდი. ეს რთულია და ამ ყველაფერს მე ფეხბურთელის გადმოსახედიდან ვუყურებ. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მივიღო. ვეცდები ვიყო მაქსიმალურად მკაფიო და გამჭვირვალე იმ მიზეზთან, რის გამოც ბევრი ფეხბურთელი განაცხადში ვერ მოხვდება.

ხანდახან ამას რაიმე დიდი მიზეზი არ სჭირდება. ხანდახან ეს უბრალოდ არჩევანია და ამის გაკეთება გიწევს. მე უნდა გავაკეთო არჩევანი იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც უკეთესად ვარჯიშობენ. ვფიქრობ, დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია დარეგულირდება. პირველ რიგში, ისე უნდა გავაკეთო, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. შემადგენლობა ძალიან დიდი და ღრმაა. ესეც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი 8 ფეხბურთელს უშვებს | ლონდონური კლუბები მამარდას ძალიან აფასებენ
ჩელსი 8 ფეხბურთელს უშვებს | ლონდონური კლუბები მამარდას ძალიან აფასებენ