გიორგი გველესიანი
Aa
Aa

გველესიანის დუბლი | პერსეპოლისი ჩემპიონობისთვის იბრძვის

სპარსეთის ყურის პრო ლიგის 26-ე ტურში, გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ სტუმრად „მეს კერმანს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. „პერსეპოლისმა“ 3:1 მოიგო და ორი გოლის ავტორი ქართველი უკანახაზელია, რომელმაც პენალტები გამოიყენა.

შეხვედრაში ანგარიში „პერსეპოლისმა“ გახსნა და 22-ე წუთზე, სადეღის გოლით დაწინაურდა. 4 წუთში, გველესიანის გუნდმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა და ქართველმა ფეხბურთელმა „პერსეპოლისის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 63-ე წუთზე, მასპინძლებმა ჩამორჩენა შეამცირეს, თუმცა 85-ზე გველესიანმა კიდევ ერთი პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მეს კერმანთან“ მოპოვებული 3 ქულის წყალობით, „პერსეპოლისმა“ პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. გველესიანის გუნდს 54 ქულა აქვს და მეორე და მესამე პოზიციებზე მყოფ „სეპაჰანსა“ და „ესტეღალს“ 2-2 ქულით უსწრებს, თუმცა მათ ერთით ნაკლები მატჩი აქვთ გამართული. გველესიანს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში მას 9 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი 8 ფეხბურთელს უშვებს | ლონდონური კლუბები მამარდას ძალიან აფასებენ
ჩელსი 8 ფეხბურთელს უშვებს | ლონდონური კლუბები მამარდას ძალიან აფასებენ