ჩელსი, ვულვზი, ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

“გამარჯვებას უნდა მივეჩვიოთ“ - ლამპარდი ვულვზთან წაგების შემდეგ

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ჩელსი“ „ვულვზს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ „არისტოკრატებს“ მთავარი მწვრთნელის რანგში ფრენკ ლამპარდი დაუბრუნდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფრენკმა კომენტარი გააკეთა.

ლამპარდი:

„ვფიქრობ, პირველ ტაიმში ტემპი დაგვაკლდა. ყველა გრძნობდა, რომ „ვულვზი“ უფრო აგრესიულად თამაშობდა. ამ საკითხზე შესვენების დროს ბევრი ვისაუბრე. ვფიქრობ, მეორე ტაიმის დასაწყისში ეს გამოვასწორეთ, მაგრამ იმ მომენტში გოლი გავუშვით. აქ ჯერ მხოლოდ 2 დღეა ვარ და რაღაც საკითხებში უნდა გავერკვიო.

ბევრი ცვლილება მოხდა და ყველაფრის დასალაგებლად დროა საჭირო. ვფიქრობ, უარყოფითი არაფერი ხდება. ყველაფრის მოგვარება არის შესაძლებელი. გამარჯვებას უნდა მივეჩვიოთ და ეს ჩვეულებრივ მოვლენად ვაქციოთ. დღეს მოწინააღმდეგემ ფიზიკურად გვაჯობა.

დღევანდელი რეალობა „ჩელსის“ არ სურს და ამის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ. იმ წერტილამდე უნდა მივიდეთ, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობთ. დღევანდელი თამაშით კმაყოფილი არ ვარ და უნდა მოვუმატოთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ ლონდონის „ჩელსი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში „არისტოკრატები“ „ბრაიტონს“ უმასპინძლებენ. იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ ესტუმრებიან.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემი ლივერპულში გადასვლაზე თანახმაა - პრობლემა ჩემპიონთა ლიგაა
ბელინგემი ლივერპულში გადასვლაზე თანახმაა - პრობლემა ჩემპიონთა ლიგაა