არსენალი, ლივერპული, მიკელ არტეტა
Aa
Aa

არტეტა: “ენფილდზე უნდა მოვიგოთ“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ტიტულისთვის მებრძოლი „არსენალი“ „ლივერპულს“ ესტუმრება. მატჩის წინ, „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

არტეტა:

„შესანიშნავი შანსია „ენფილდზე“ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მრავალი წელია არ გაგვიკეთებია. მოგება შეგვიძლია! საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. გასულ წლებთან შედარებით, ბრწყინვალე ფორმაში ვიმყოფებით.

ეს მომენტი გვსიამოვნებს და მაქსიმალურად უნდა დავტკბეთ ყველაფრით. დიდი მოტივაცია და ენთუზიაზმი გვაქვს. „ენფილდზე“ უნდა მოვიგოთ! იურგენ კლოპთან პრობლემა არ მაქვს. რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება. აღფრთოვანებული ვარ მისი გაწეული სამუშაოთი.

„ლივერპულს“ ახლა რთული პერიოდი აქვს. ეს ნათლად ასახავს იმას, თუ რა რთულია მწვერვალზე ყოფნა. რთული მომენტი ყველას აქვს. რაც კლოპის გუნდმა ბოლო წლებში გააკეთა საოცარია. „ლივერპული“ საკუთარ კედლებში სხვანაირი გუნდია, მაგრამ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვართ.“

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება 9 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება. ცნობისთვის, „მეთოფეები“ პრემიერ ლიგას ლიდერობენ, ხოლო მერსისაიდელები ცხრილის მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეიქრიშვილის ჰეთ-თრიკი ჯენოასთან - დინამო ფინალში სევილიას შეხვდება
ფეიქრიშვილის ჰეთ-თრიკი ჯენოასთან - დინამო ფინალში სევილიას შეხვდება