ფრენკ ლამპარდი
Aa
Aa

ლამპარდი: ვიცი ჩელსის ქომაგებს რაც სურთ და შევეცდები მათ ეს მივცე

„ჩელსიში“ დაბრუნების შემდეგ, ფრენკ ლამპარდმა პრესასთან ვრცლად ისაუბრა და კლუბის ამჟამინდელ გეგმებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ინგლისელმა ასევე „არისტოკრატთა“ სამომავლო მიზნებზეც გააკეთა აქცენტი.

„ეს ჩემი კლუბია, რომელთანაც ბევრი ემოცია მაკავშირებს. მე პრაქტიკული ადამიანი ვარ. მას შემდეგ, რაც ჩელსი დავტოვე, სხვა გზით წავედი, მაგრამ მოხარული ვარ, რომ შემიძლია დავბრუნდე, როცა კლუბმა მთხოვა და მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე დახმარებას შევძლებ.

ადრე ბევრ ფეხბურთელთან მიმუშავია, მესმის რა სურთ ჩელსის გულშემატკივრებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ ის მივცე რაც სურთ“.

– რა მიზნები გაქვთ?

„უნდა ვეცადოთ, გუნდს მაქსიმალური ნდობა ჩავუნერგოთ. ისე, რომ ფეხბურთელებმა გამოიჩინონ ვნება და გამოიყურებოდნენ მაქსიმალურად ენერგიულად. გოლების მხრივ, ასევე გვინდა რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. ეს არის ყველაზე მარტივი პასუხი, რაც შეგიძლიათ ჩემგან მიიღოთ.

სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულია, მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, რომ წინ დიდი მატჩები გველის. პრემიერ ლიგა რთულია, ჩემპიონთა ლიგა, რა თქმა უნდა, რთულია. ჩვენი ფეხბურთელების უნდა გვჯეროდეს. მე ნამდვილად მჯერა მათი. და რა თქმა უნდა, მატჩების მოგება გვინდა“.

- ჩემპიონთა ლიგაზე რას იტყვით?

„გულუბრყვილო არ ვარ, მადრიდის რეალი უზარმაზარი კლუბია, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, ფანტასტიკური გუნდი. არ ვაპირებ აქ ჯდომას და ამაზე საუბარს და იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს რთულ ნახევარფინალში და შემდეგ ფინალში.

ეს ჯერ კიდევ შორს არის და ჩემი ამოცანა ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლაა. მე მაქვს განცდა, რომ მათ სურთ დაიწყონ პროცესი, რათა იპოვონ შესაფერისი ადამიანი, რომელიც კლუბს წინ წაიყვანს. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ახლა გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია.

თავს ვერ გავუსწრებ. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ჩემი სამუშაოს ნაწილი შევასრულო. და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება“,

- თქვა ლამპარდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნორვეგიასთან სათამაშოდ მზად ვიყავი“ - ლოჩოშვილი ნაკრებში არგამოძახებაზე
„ნორვეგიასთან სათამაშოდ მზად ვიყავი“ - ლოჩოშვილი ნაკრებში არგამოძახებაზე