აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „სპალეტი რჩება, გავყიდით თუ არა ვინმეს?“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ენცო ბეარზოტის ჯილდო მიიღო, რომელსაც ყოველწლიურად, გამორჩეულ იტალიელ სპეციალისტებს გადასცემენ. დაჯილდოების ცერემონიას „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

„გამიხარდა, ეს ჯილდო სპალეტიმ რომ მოიგო. სკუდეტოს რაც შეეხება, ფეხბურთის წესები სხვანაირი რომ ყოფილიყო, ტიტულს ალბათ სხვა დროსაც მოვიგებდით. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ნეაპოლში სუპერ წვეულება იქნება და ლუჩანო ჩვენთან რჩება, ის არსად წავა.

დატოვებს თუ არა გუნდს რომელიმე ფეხბურთელი? გრანდიოზულ შეთავაზებებს ყოველთვის ვიღებთ. ფასებს სხვები ასახელებენ, ჩვენ უბრალოდ ლოდინის რეჟიმში ვართ. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და თუ მათ მსურველებს უარს ვეტყვით, გუნდს ვერავინ დატოვებს. ვნახოთ, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 71 ქულა აქვს და სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია. „პარტენოპეი“ მეორეადგილოსან „ლაციოს“ 19 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს. „როსონერისთან“ ჯახამდე, ფეხბურთელები სანაკრებო პაუზაზე იმყოფებიან და ხვიჩა კვარაცხელიას მონღოლეთთან და ნორვეგიასთან გასამართი შეხვედრები ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“
ოსიმენს ჰკითხეს ხვიჩას გვარი როგორ წარმოითქმის - „კვარას ვეძახით“