საქართველომ სერბეთსაც მოუგო და "აკროპოლისის თასზე" გალიდერდა!
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები "აკროპოლისის თასზე" სუპერწარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.
საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, დღეს ჩვენი გუნდი კიდევ ერთ ევროპულ გრანდ სერბეთს დაუპირისპირდა და 68:66 დაამარცხა.
ქართველთა შორის 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. 10 ქულა დუდა სანაძის მონაგარი გახლდათ, ხოლო გიორგი ცინცაძემ და გიორგი შერმადინმა შესაბამისად 9 და 8 ქულა მიითვალეს.
ქართველები აკროპოლისის წარმომადგენლობითი ტურნირის მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან. იტალიამ სერბეთთან 8 ქულით წააგო, ხოლო ბერძნებს დღეს ეთამაშება.
საქართველოს ნაკრები 25 აგვისტოს, თბილისის დროით 19:45 საათზე იტალიას შეხვდება.