ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დრიბლინგით ჩემს თავს მაგონებს“ - ტორინოს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე

კლაუდიო სალამ, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი „ტორინოში“ აქვს გატარებული და „ნაპოლიშიც“ უთამაშია, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქე სწორედ „გრანატა“ გახლავთ და სალას თქმით, ტურინელთა წარმატებისთვის „კვარას“ ჩაკეტვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება.

„როცა ჩემპიონი ინტერი, მილანი ან იუვენტუსი ხდება, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა სკუდეტოს სხვა გუნდი იგებს, ყველა ამბობს, რომ რაღაც რიგზე არ იყო. 1975-76 წლების სეზონში, როცა ჩემმა ტორინომ ჩემპიონობა მოიპოვა, იგივე მოხდა და სხვა გუნდების შემთხვევაშიც არაფერი შეცვლილა. სპალეტის ნაპოლი ძალიან მომწონს. ლობოტკა საოცარი ფეხბურთელია და ანდრეა პირლოს მახსენებს. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩა დრიბლინგით მე მგავს, თუმცა გოლების გატანაზე უფრო მეტადაა ორიენტირებული და კონცენტრაციაც უკეთესი აქვს.

გამარჯვებული გუნდები არიან ისინი, რომლებსაც საუკეთესო გარემარბები ჰყავთ. ნაპოლი მათ შორისაა და მის რიგებში კიდევ ორი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც ვიწრო სივრცეში პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ. რას ვიტყოდი ნაპოლისა და ტორინოს მატჩზე? ჯურიჩის გუნდს შეუძლია, პარტენოპეის პრობლემები შეუქმნას. პირადად მე, ვთვლი, რომ კვარაცხელია უნდა ჩაკეტონ, რადგან ის გადამწყვეტია და მეტოქეების დაცვითი სქემის დესტაბილიზაციას ახდენს. ვულოცავ იმ ადამიანს, რომელმაც ხვიჩა იპოვა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ დაპირისპირება კვირას გაიმართება და თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი - ქართველების სლოვანი ბაზელთან პენალტების სერიაში დამარცხდა
დრამატული მატჩი - ქართველების სლოვანი ბაზელთან პენალტების სერიაში დამარცხდა