ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტამ მესის ბოდიში მოუხადა - ლეოს ბარსელონაში დაბრუნება სურს

ლეო მესის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. პსჟ-ს პროექტმა კიდევ ერთი კრახი განიცადა და კლუბს კიდევ ერთხელ დაშლას უწინასწარმეტყველებენ.

მბაპეს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ, ნეიმარს პრემიერ ლიგას, ხოლო მესის „ბარსელონაში“ დაბრუნებას.

მესის მამა ხორხე, ბოლო 2 თვის განმავლობაში ბარსელონაში რამდენიმეჯერ ჩავიდა და კლუბის პრეზიდენტს ჟოან ლაპორტასაც შეხვდა. რა თქმა უნდა, საუბრის თემა ლეოს შესაძლო დაბრუნება იყო.

მესის გარემოცვა და თავად არგენტინელიც „ბარსელონას“ მხრიდან 2021 წელს განხორციელებული ქმედების გამო დღემდე ნაწყენია და „ბლაუგრანასგან“ შესაბამის ნაბიჯებს ელოდნენ.

დღეს, ესპანელმა ჟურნალისტმა ჟოან ფონტესმა დაწერა, რომ ლაპორტამ მესის დაურეკა და ბოდიში მოუხადა. წყარო წერს, რომ ლეო საუბრის შემდეგ კმაყოფილი და ბედნიერი იყო. ამჟამად „ლა პულგა" მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ოცნებობს.

ამ მომენტისთვის მესისა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები გაყინულია. პარიზელებს ლეოს დარჩენა სურთ, თუმცა არგენტინელი კლუბის პროექტის მიმართ ნდობას არ გამოხატავს.

შეგახსენებთ, რომ მესი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ კლუბში უფასოდ გადასვლა შეეძლება. „ბარსელონას“ ამჟამად ფინანსური ფეარ პლეის წესების დაცვა და სახელფასო ლიმიტის დასტაბილურება მართებს, რომ ლეოს გაფორმება შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას სტატისტიკა - ჩემპიონთა ლიგაზე მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს
ხვიჩას სტატისტიკა - ჩემპიონთა ლიგაზე მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს