ტოტენჰემი, მილანი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“მეტოქის გაოცება მოგვიწევს“ - პიოლი ტოტენჰემთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ განმეორებით დაპირისპირებაში „ტოტენჰემი“ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პიოლიმ?

„ხვალინდელი მატჩის ბედს კონკრეტული ფეხბურთელები გადაწყვეტენ და ეს მაქსიმალურად უნდა ვაკონტროლოთ. „ტოტენჰემი“ შეტევაში საშიში გუნდია. ისინი პირველივე წუთიდან ინტენსიურად ითამაშებენ. თამაშის გასაკონტროლებლად მზად უნდა ვიყოთ. მცირე უპირატესობა გვაქვს. ასე რომ, გოლების გატანა და მეტოქის გაოცება დაგვჭირდება.

„ტოტენჰემი“ საკუთარ სტადიონზე უფრო აგრესიული იქნება, ვიდრე მილანში. კონტე ბურთის ფლობაზე გააკეთებს აქცენტს და ამაში ხელი მაქსიმალურად უნდა შევუშალოთ. ემოციები დიდ როლს ითამაშებს. ფეხბურთელებს მოტივაციის მიცემა არ სჭირდებათ. თითოეულ მათგანს ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად ესმის.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება იტალიაში გაიმართა და „მილანმა“ 1:0 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი 8 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები