ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: ენფილდის გარემო? მოედანი ყველგან ერთნაირია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „ლივერპულთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი „ენფილდის“ დამთრგუნველ გარემოს შეეხო და აღნიშნა, რომ მისთვის ყველა სტადიონი ერთნაირია.

„ეს არის შემდეგი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადავდგათ. ვფიქრობ, ლივერპულთან სტუმრადაც კარგად ვითამაშეთ. ენფილდი? მოედანი ყველგან ერთნაირია, სამი მსაჯი, რეზერვი, ბურთი მრგვალია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ.

სრულდება, თუ არა ლივერპულისა და სიტის დომინირება? არა. სეზონი ხანგრძლივია და მისი მსვლელობისას ყველაფერი კარგად არ მიდის. ყველაფერი ცვალებადია და დარწმუნებული ვარ, რომ ლივერპული კარგი სათამაშო ფილოსოფია და სტრატეგია აქვს. ასე რომ კითხვაზე პასუხია არა, მე ასე არ ვფიქრობ.

ჩვენ სხვა კლუბებზე არ ვფიქრობ, ფოკუსირებული მხოლოდ ჩვენს გუნდზე ვართ და ვფიქრობთ, რომ სწორ გზაზე ვართ. ჩვენი ფილოსოფიითა და სტრატეგიით წინსვლა უნდა გავაგრძელოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ – „მანჩესტერის“ დაპირისპირება კვირას 20:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნეი, ინგლისში წადი, სიტი შენთვის უკეთესია, მაგრამ საფრანგეთი?“
„ნეი, ინგლისში წადი, სიტი შენთვის უკეთესია, მაგრამ საფრანგეთი?“