„ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ
Aa
Aa

„ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა“ - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ

ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა. „პარტენოპეიმ“ საკუთარ კედლებში პირველად წააგო და „ლაციოს“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია - 0:1. მატჩის შემდეგ, სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და „არწივებთან“ წაგებული შეხვედრა შეაფასა.

„საკმარისი ხარისხი არ გვქონია. ბურთს უბრალოდ ვაგორავებდით და არეულ იერეიშებს ვაწარმოებდით. შეტევები ფლანგებზე გადაგვქონდა, სადაც მეტი მოძრაობის საშუალებას გვაძლევდნენ. ამის 3-4-ჯერ გაკეთების შემდეგ, შეგვეძლო, იერიში ცენტრში დაგვებრუნებინა, მაგრამ მოთმინების უნარი გვაკლდებოდა. მეორე ნახევარში, უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ სათანადო ხარისხი მაინც არ გვიჩვენებია. როცა ლაციომ თავისი გარემარბები უკან დახია, შანსი მოგვეცა, მაგრამ გადაცემებისას ხარისხი ისევ დაგვაკლდა. მეტოქემ დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა გაუმართლა, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა და შემდეგ, მეკარემ საოცარი სეივი შეასრულა. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ ასეთი რამ ხდება ხოლმე და მთავარია, ბიჭებისგან წარმატების მიღწევის სურვილი დავინახე. ყველა მათგანმა ხასიათი გამოავლინა და აჩვენა, რომ მაღალ დონეზე თამაში სურდა.

რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვართ. ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იყო და ბიჭები გასახდელში ახლაც თავჩაქინდრული არიან, რადგან წაგებას განიცდიან. ვფიქრობ, ფრე სწორი და სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა მსგავს სიტუაციაში ჩვენც ვყოფილვართ, როცა გაგვმართლებია და მოგვიგია. დღეს, ყველაფერი პირიქით მოხდა და ამას უნდა შევეგუოთ“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში პირველად დამარცხდა. „პარტენოპეის“ 65 ქულა დარჩა და მეორეადგილოსან „ლაციოს“ 17 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო ბათუმმა მატჩი შემოატრიალა - 3:1 და გახარებული ქომაგები
დინამო ბათუმმა მატჩი შემოატრიალა - 3:1 და გახარებული ქომაგები