ხვიჩა კვარაცხელია, ბეპე აკარდი, ანტონიო დი ჯენარო
Aa
Aa

„100 მილიონზე მეტი ღირს“ - აკარდი და დი ჯენარო ხვიჩაზე

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ბეპე აკარდიმ, რომელიც 1986 წელს მილანის „ინტერის“ ფეხბურთელი იყო, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„რა ღირს დღეს ხვიჩა კვარაცხელია? 100 მილიონზე მეტი. თუ შესაბამისი წინადადებება იქნება, ვფიქრობ „ნაპოლიმ“ შესაძლოა გაყიდოს.

„ნაპოლი“ სერია ა-ს დიდი უპირატესობით ლიდერობს, თუმცა ფეხბურთში წინასწარ არ შეგიძლია თქვა, რომ საქმე გაკეთებულია. ახლა ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონი აუცილებლად „ნაპოლი“ გახდება, თუმცა ეს ძალიან რეალურია“.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა (1984-86) ანტონიო დი ჯენარომაც ისაუბრა.

„დი ლაურენტისმა სატრანსფერო ფანჯრისას ბრწყინვალედ იმუშავა. ზაფხულში კვარაცხელიამ და კიმი უცნობები იყვნენ. გარდა ამისა, სახელფასო ფონდი მკვეთრად შეამცირა“.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე 9 გოლი შეაგდო და ამასთან, მას 9 საგოლე გადაცემაც აქვს. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე პასია.

22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს და დღეს „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვის სურს გახდეს მილიონერი?“ - კითხვა ხვიჩაზე შვედურ შოუში
„ვის სურს გახდეს მილიონერი?“ - კითხვა ხვიჩაზე შვედურ შოუში