ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

ენცო ფერნანდესი: ვეცდებით ჩელსი ახალ საფეხურზე ავიყვანოთ

ენცო ფერნანდესმა „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ, პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ იმ შესაძლებლობით, რაც ჩელსიმ მომცა და კლუბის მიზნების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

როგორც ფეხბურთელს და ადამიანს, შემიძლია კარგი ენერგიის შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს თანაგუნდელებს მხარს დავუჭერ, რომ ისინი კიდევ უფრო უკეთესები გახდნენ.

ჩელსი დიდი კლუბია, გუნდი, რომელიც ყოველთვის ტიტულების მოსაპოვებლად იბრძვის და ახლახან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩვენ ვეცდებით მივაღწიოთ ყველაფერს, რაც კლუბს სურს და ის შემდეგ საფეხურზე ავიყვანოთ.

ჯერ ჩემს არცერთ ახალ გუნდელთან არ მითამაშია და მათთან ურთიერთობის საშუალება არ მქონია. მაგრამ ვიცი ვინ არიან ისინი და მათთან ერთად მუშაობას მოუთმენლად ველი!“

- ამბობს ენცო ფერნანდესი.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ენცოს სანაცვლოდ 121 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსებით გათვალისწინებული გარკვეული თანხა დაემატება.

„ლურჯები“ გამოსასყიდს 6 ნაწილად დაფარავენ, თუმცა პირველ ჯერზე, „ბენფიკას“ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაურიცხავენ. ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფერნანდესი კლუბს საკუთარ მომავალს 2031 წლის ივნისამდე დაუკავშირებს. ენცოს გრძელვადიანი კონტრაქტი „ჩელსის“ პოლიტიკითაა განპირობებული, რომლის მიზანიც, ფინანსური ფეარ პლეის ნორმების დაცვა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიეზა: კვარამ და ოსიმ უდიდესი ჰარმონია იპოვეს
კიეზა: კვარამ და ოსიმ უდიდესი ჰარმონია იპოვეს