დანი ალვეში
Aa
Aa

„არსებობენ საზოგადო პირები, რომლებიც თავს სიკეთესა და ბოროტებაზე მაღლა აყენებენ"

დანი ალვეში საქმე ჯერ კიდევ ძიების პროცესშია. დაზარალებული ქალბატონის ადვოკატმა საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ეს საქმე, ჩემთვის ეს უკვე განაჩენია. არიან საზოგადო პირები, რომლებიც თავს სიკეთესა და ბოროტებაზე მაღლა აყენებენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩემი კლიენტის მსგავს გოგოს არავინ დაუჯერებს.

გაუპატიურებას ბევრი ქალი არ ამხელს, როცა საქმე საჯარო პირს ეხება, ემოციურ და სასამართლო დონეზე არსებული სირთულეების გამო. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ახლა მიმდინარეობს - იმედი მაქვს, რომ ყველაფერი პატიმრობით დასრულდება. გირაოს გარეშე დაპატიმრება უკვე ამის მანიშნებელია“,

- განაცხადა ესთერ გარსია ლოპესმა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში რამდენიმე დღის წინ ღამის კლუბის ტუალეტში გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები