ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რომასთვის მზად იქნება! - ხვიჩამ სრული დატვირთვით ივარჯიშა

კვირას, იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება.

გრიპისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ქართველი ფეხბურთელი რომაელების წინააღმდეგ გარანტირებულად ითამაშებს და მას მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიხილავთ.

ამასთან დაკავშირებით, დღეს Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე ხვიჩამ სრული დატვირთვით ივარჯიშა და მან ორად გაყოფილ გუნდებს შორის საჩვენებელ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. გამოცემა აღნიშნავს, რომ „რომას“ წინააღმდეგ ქართველი ფეხბურთელის თამაში სწორედ ამაზე იყო დამოკიდებული და რაც ყველაზე მთავარია, კვარამ ლუჩანო სპალეტიზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რას წერს CORRIERE:

ბოლო დღეების განმავლობაში ყველას ძალიან აინტერესებდა შეძლებდა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია „რომასთან“ თამაშს. თუმცა, სპალეტისთვის ნამდვილად კარგი ამბავი მოხდა. კვარაცხელია გუნდთან ერთად მთელი სესიის განმავლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. ის სრულად გამოჯანმრთელდა და კვირას, „რომას“ წინააღმდეგ თავის კუთვნილ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ გრიპის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ კოპა იტალიაზე, „კრემონეზესთან“ ვერ ითამაშა, შემდეგ კი სერია A-ში, „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარა თავის გუნდს.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ დაპირისპირება 29 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ჩემპიონი არაა“ - რომას ლეგენდა ოსიმენსა და სპალეტის აქებს
„კვარაცხელია ჩემპიონი არაა“ - რომას ლეგენდა ოსიმენსა და სპალეტის აქებს