ფლორენტინო პერესი, ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ჩეფერინი რეალზე: ისინი თავს ელიტარულ კლუბად თვლიან

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა მადრიდის „რეალი" სუპერლიგის პროექტში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.

„ომი ფეხბურთისთვის“ დოკუმენტური სერიალი, რომელიც სუპერლიგის შექმნას ეძღვნება, Apple+ პლატფორმაზე გამოვიდა. სერიალი, რომელიც შედგება 4 ეპიზოდისგან, მოგვითხრობს 2021 წლის აპრილის მოვლენებზე, როდესაც ახალი საკლუბო ევროტურნირის პროექტის შექმნა გამოცხადდა.

„საფეხბურთო ზღვაში ბევრი ზვიგენი დაცურავს. სუპერლიგის შესახებ იმ მომენტიდან, რაც პირველად გავიგე, ვიცოდი ვინ უხელმძღვანელებდა მას. ბოლოს და ბოლოს, ის დიდი ხანია საჯაროდ ჩივის, რომ მის კლუბს პატარა კლუბებთან უწევს თამაში.

ისინი საკუთარ თავს ელიტურ კლუბად თვლიან, რომელიც სხვაზე არ უნდა ზრუნავდეს. იმიტომ, რომ ისინი იმდენად მნიშვნელოვნები არიან, ყველა მათ წინაშე ქედს უნდა იხრიდეს. საუბარია მადრიდის რეალზე და მის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესზე“,

- განაცხადა ჩეფერინმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი
„ვინ ვარჯიშობდა ხვიჩას გასანეიტრალებლად?“ - კვარას გოლის ანალიზი