მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ნორმალურია, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვართ“ - ანჩელოტი გამარჯვების შემდეგ

ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში „რეალი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც „რეალმა“ ყველაფერი უნაკლოდ გააკეთა. ფინალში კარლო ანჩელოტის შეგირდები გავიდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„პირველ რიგში, დიდი მადლობა გულშემატკივრებს. საუდის არაბეთში საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენით და გამარჯვება ერთად აღვნიშნეთ. უნიკალური სეზონია. მსოფლიო ჩემპიონატი დეკემბერში. ნორმალურია, რომ მუნდიალის დასრულებიდან 20 დღეში საუკეთესო ფორმაში არ ვართ.

პენალტებისთვის გამოცდილი ფეხბურთელები შევარჩიე. კარიმი, ლუკა, ტონი და ასენსიო, რომელსაც კარგი დარტყმა აქვს. მეხუთე ვინისიუსი უნდა ყოფილიყო და კიდევ კარგი, რომ დარტყმა არ მოუწია(იცინის). ფეხბურთში ადვილი თამაშები არ არსებობს. „ვალენსია“ კარგად იყო მომზადებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვაჯობეთ და გავიმარჯვეთ.

იმას მივაღწიეთ, რაც გვინდოდა. ფინალში გასვლაზე ვსაუბრობ.. ფინალში კი „რეალი“ ყოველთვის კარგია. ვნახოთ რა იქნება შემდეგ მატჩში. წინა წელთან შედარებით, ახლა უფრო რთულად არის ყველაფერი. ფინალის მოსაგებად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.

საბოლოო ჯამში რთული შეხვედრა გამოვიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გაუთვალისწინებელმა შეცდომამ ყველაფერი გაართულა. პირველი ტაიმი და თამაშის დასასრული კარგი იყო. ბედნიერი ვარ, რადგან საუკეთესო ფორმაში არ ვართ და მაინც მოვიგეთ. მატჩიდან მატჩამდე გავუმჯობესდებით.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში „ბარსელონასა“ და „ბეტისს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ გუნდების შეხვედრა 12 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

„რეალი“ - ვალენსია“ მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის კარიერის მატჩი რეალთან - ვალენსია პენალტების სერიაში დამარცხდა
მამარდაშვილის კარიერის მატჩი რეალთან - ვალენსია პენალტების სერიაში დამარცხდა